ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვინ ჰგონია თავი გახარიას?” – ფინანსისტი მმართველ გუნდს უუნარობაში ადანაშაულებს

ფინანსისტმა, გიგა ბედინეიშვილმა “დღის სტუმარში” განაცხადა, რომ  მთავრობა უუნაროა, რადგან მან  მოქალაქეებს კრიზისის დაძლევის გეგმა ვერ შესთავაზა.

ფინანსისტის განმარტებით, მმართველმა გუნდმა ამავდროულად, “დაამუხრუჭა იმ ადამიანთა საქმიანობები, რომლებიც ქვეყანაში დოვლათს ქმნიან”.

“ვინ ჰგონია თავი გახარიას? ჰგონია, რომ სახელმწიფოა? სახელმწიფო არის ხალხი, ვინც დოვლათს ქმნის, ვინც ეკონომიკას ქმნის. გახარია რომ მათ ემუქრება, სამარცხვინოა. ის თავად არის ივანიშვილის მსახური… მდიდარ ქვეყნებში არ არის ისეთი ტარიფები, როგორიც აქ. აქციზი დაახრჩვეს, ფაქტობრივად. ადამიანებს პირდაპირ ჯიბეშ უყოფენ ხელს, იღებენ იქიდან ფულს და მერე ან საპარტნიორო ფონდს აძლევენ მას, ან ზარალზე მყოფ რკინიგზებს, ანდა თავის მომხრეებს ურიგებენ. მოქალაქეების ძარცვა პოლიტიკური მიზნებით – ესაა მათი მართვის მოდელი. ამის ფონზე კიდევ არ სრცხვენიათ და ნერვი აქვთ, რომ ადამიანებს, რომელთაც მუშაობა უნდათ, მუქარები შეუთვალონ”, – ამბობს ბედინეიშვილი.

იტვირთბა....