“აბაშიძე-კარასინის სერიული სერიალი”, “თავისუფლება ზაზა გახელაძეს” – ამ შინაარსის ბანერებით ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრებმა სოლიდარობის აქცია გამართეს.
“ალტერნატივამ” აქცია თავისუფლების კვარტალში მოაწყო, სადაც 24 საათიან რეჟიმში 3 თვეა 31 ოქტომბრის გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.
აქციის ბოლოს, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ხათუმა ბერიძემ, პროტესტის ნიშნად ვლადიმერ პუტინის სურათი დაწვა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ზაზა გახელაძეს, რომელიც ოკუპანტებმა გაიტაცეს და თვეები უკანონო პატიმრობაში ყავდათ 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.