მთავარი ციტატა

“რუსთაველზე ნაგვის ყუთს რომ დაინახავთ არ გაეკაროთ, კულტურული ზონაა…” – რას წერს ელენე ხოშტარია

“რამდენიმე ხნის წინ, ჯერ კიდევ სანამ კობალაძე-ხუსკივაძე პატიმრობაში იყვნენ, მე და სოფია სოსელია-მ მოვაწყვეთ აქცია პარლამენტთან და რკინის დროებით კედელზე გავაკარით სტიკერები. გუშინ სოფოს მოუვიდა 1000 ლარიანი ჯარიმა, კულტურული მემკვიდრეობის ზონაში არის ის ჯღანი კედელიო.
რუსთაველზე ნაგვის ყუთს რომ დაინახავთ არ გაეკაროთ, კულტურული ზონაა და ოდნავ უდიერად თუ გახედავთ ჯარიმაა. როცა ჩახედავთ თვალებში ეცადეთ პოლიტიკურ საკითხებზე არ იფიქროთ, უცებ თავში არ გაგიელვოთ აზრმა ‘მონა’, ‘ოლიგარქი’, ‘უსამართლობა’… კულტურული ზონაა და დასჯადია…”

ელენე ხოშტარია – “ევროპული საქართველოს” ყოფილი წევრი

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

რამდენიმე ხნის წინ, ჯერ კიდევ სანამ კობალაძე-ხუსკივაძე პატიმრობაში იყვნენ, მე და Sofia Soselia-მ მოვაწყვეთ აქცია…

Posted by Helen Khoshtaria on პარასკევი, 05 თებერვალი, 2021

 

იტვირთბა....