მთავარი ციტატა

“ძველი ანეკდოტია – კარგი ბავშვები აქეთ, ცუდები იქით და ვოვაჩკა ცალკე” – გიგა ბოკერია თეა წულუკიანს

“წულუკიანი რაღაც ამბავში კიდე ცალკე მოვლენაა, თუმცა, მარტო ცალკე მოვლენად განხილვაც არასწორია, საერთო კონტექსტში, ამ უტიფრობის, გათავხედების, ნებისმიერი კრიტიკის მიმართ დამოკიდებულების გამოვლინებაა მთლიანად ივანიშვილის მიერ მოყვანილი ამ პოლიტიკური კლოუნების მხრიდან ეს ამბავი. ძალიან საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის, ამ ადამიანებს, ვინც ამაზე წუხს, მათ დროს და რესურსს უნდა ვახარჯინებდეთ იმ უმძიმეს ამოცანებზე, როგორიცაა გახელაძის ამბავი და ა.შ”.

გიგა ბოკერია – “ევროპული საქართველოს” ლიდერი

ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. 

ბოკერიამ აღნიშნული განცხადება პლენარული სხდომის დროს თეა წულუკიანის მიერ კონფიდენციალურობის უყურადღებოდ დარღვევასთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.

შეგახსენებთ, 2 თებერვალს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, პარლამენტის კულტურისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომაზე მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა. 

იტვირთბა....