ოკუპირებული რეჟიმის მიერ გასამართლებული ზაზა გახელაძის დედა ნანა ბუნტური შვილის დაკავებას ჟურნალისტებთან ეხმიანება და აცხადებს, რომ ოჯახს ყველაფერმა იმედი გაუცრუა.
ნანა ბუნტურის თქმით, წარდგენილი ბრალდება არ არსებობს და მიის შვილი უდანაშაულოდ ჩასვეს ციხეში.
მისი თქმით, ხელისუფლება ოჯახს პირობას აძლებს, საქმეს დროულად მოაგვარებს და გახელაძე საპატიმრობად გათავისუფლდება.
გახელაძის დედა ოჯახის წევრების გდომარეობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ გახელაძის მამა და შვლები არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში იმყოფებიან.
“12,5 წელი, უდანაშაულო შვილი, უკვე 7 თვე ხდება ისედაც, იქ ზის. კაცი არ მოუკლავს, არანაირი საზღვარი არ არსებობს იქ, რომ გადაეკვეთა, თავის გაფორმებული იარაღით არავინ დაუჭრია, არავინ მოუკლავს, რას ედავებიან, არ ვიცი. […]
გვაიმედებენ, რომ ყველა ბერკეტს ავამუშავებთ, რათა ზაზა მალე დაუბრუნდეს ოჯახსაო, მაგრამ არ ვიცი, რამდენად მალე იქნება ეს დრო. ჩვენთვის უკვე 7 თვე ხდება და კიდე რამდენი მალეა, არ ვიცი. მამამისს წამლებით ვასულიერებთ და უკვე ბავშვები აღარც დღეს ითვლიან, აღარც რიცხვებს, ყველაფერმა იმედი გაგვიცრუა, ბებო. ამათთვის არც ახალი წელი იყო, არც დაბადების დღე, არც გაზაფხული, არც ზაფხული მოვა. არ ვიცი, ჩვენთვის რა იქნება,”- განაცხადა ზაზა გახელაძის დედამ.
ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).
ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა საქართველოს უსაფრთხოების სამსახური, ხოლო მოძრაობა “სირცხვილია” გახელაძის საქმის მიმართ უყურადღებობაში ხელისუფლებას ადანაშაულებს და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავს.