ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სუს-ის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ არ უნდა ავყვეთ ემოციებს, რადგან ყველაფერი მალე დასრულდება”- ზაზა გახელაძის მეუღლე

ოკუპირებული რეჟიმის მიერ გასამართლებული ზაზა გახელაძის მეუღლე ირმა ბუთხუზი აცხადებს, რომ ოჯახმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლისგან მიიღო პირობა, ყველაფერი მალე დასრულდება და ამისთვის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს.

„გვითხრა, რომ არ უნდა ვინერვიულოთ და არ უნდა ავყვეთ ემოციებს, რადგან ყველაფერი მალე დასრულდება. შიგნით რა ხდება, ჩვენ ამაზე არ გვქონდა საუბარი. გვაიმედებს, რომ ყველაფერი მალე დასრულდება და მალე დაუბრუნდება ოჯახს“, – აცხადებს გახელაძის ირმა ბუთხუზი “რუსთავი2”-თან.

გახელაძის ოჯახთან დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იმყოფებოდა.

ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).

ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა საქართველოს უსაფრთხოების სამსახური, ხოლო მოძრაობა “სირცხვილია” გახელაძის საქმის მიმართ უყურადღებობაში ხელისუფლებას ადანაშაულებს და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავს.

იტვირთბა....