“ჩვენ ვხედავთ სრულ ისტერიაში მყოფ ქართულ ოცნებას და ეს ისტერია გამოწვეულია ოპოზიცის ერთიანობით. ახლა ოპონენტებთან ბრძოლაზე გადავიდნენ, ეს არის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი იარაღი. ადამიანებს მიუსაჯეს პარლამენტის წევროვა, ხალხი ითხოვს, სიყალბეში არ უნდა მონაწელიეობა და ძალით უსჯიან პარლამენტის წევრობას დადევნა რარა გასაკვირია.”
ლევან სამუშია – “ლელოს” წევრი
ამის შესახებ ლევან სამუშიამ “დღის ამბებში” ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
ცნობისთვის, პროკურატურაში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარე ნიკა მელია შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით დაიბარეს. პროკურატურის ინფორმაციით, თუ მელია დაკისრებულ თანხას არ გადაიხდის, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საგამოძიებო უწყებას უკვე უპასუხა და განაცხადა, რომ ის გირაოს არ გადაიხდის და ვერც დაიჭერენ.