ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეტროსადგური გოცირიძე მგზავრებს ვერ მოემსახურება – სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მეტროსადგური გოცირიძე სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო მგზავრებს ვერ მოემსახურება.

განცხადების თანახმად, აღნიშნული სადგური 8 თებერვლიდან სამი თვის განმავლობაში, მგზავრებს ვერ მოემსახურება.

ვაგონები თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურ გოცირიძეზე არ გაჩერდებიან.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება. შეზღუდვები იხსნება როგორც სამარშრუტო ტასქებსა და ავტობუსებზე, ასევე, ნეტროზეც. თუმცა, ე..წ კომენდანტის საათის გამო, ტრანსპორტი 21:00 საათამდე იმუშავებს. ამასთან, შეზღუდვები ძალაში რჩება შაბათ-კვირას და ამ დღეებში დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმოძრავებს.

იტვირთბა....