ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ე.წ სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება

ოკუპანტთა მიერ დაჭრილი და უკანონოდ გატაცებული ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესის დასკვნითი ნაწილი, სადაც განაჩენი უნდა გამოცხადდეს, ცხინვალში ხვალ, 5 თებერვალსაა ჩანიშნული.

წინა სხდომაზე სასამართლომ რუსი ოკუპანტების საპატრულო ჯგუფის წარმომადგენლის ჩვენება მოისმინა – რუსმა მესაზღვრემ განაცხადა, რომ დაკავებამდე ზაზა გახელაძემ თოფიდან რამდენჯერმე გაისროლა,მაგრამ მათთვის დამიზნებით არ უსვრია, ამის შემდეგ კი ის ერთი გასროლით ტერფში დაჭრეს.

შეგახსენებთ, ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, კონკრეტულად კი, სხვილოს ციხესთან მდებარე ველიდან გაიტაცეს, გატაცებამდე კი დაჭრეს.

ბოლოსწინა სხდომაზე ე.წ.-მა სამართლომ ზაზა გახელაძეს წინასწარი პატიმრობის ვადა კიდევ ორი თვით გაუხანგრძლივა.

იტვირთბა....