ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ერთი-ორი თვე დაიცავით რეკომენდაციები და გვეშველება!” – რა განცხადებას ავრცელებს ვახტანგ ბოჭორიშვილი

„ვის შეიძლება უხაროდეს, რომ მობილობა შემცირებულია, რესტორნები არ მუშაობს, არ მუშაობს საწარმოები?! არანორმალურს შეიძლება უხაროდეს მხოლოდ“, – ამის შესახებ  ჟურნალ “სარკესთან” ბოჭორიშვილის კლინიკის ხელმძღვანელი დავით გადელია ამბობს.

ამასთან, კლინიკის დირექტორი ჟურნალთან საუბრისას დასძენს, რომ ზაფხულში “თავაშვებული” ცხოვრებით, რომ არ გვეცხოვრა ასეთი შეზღუდვების დაწესების ზღვარზე არ ვიქნებოდით. მისივე განმარტებით, არცერთ მთავრობას არ სურს, რომ თავისი ხალხი დამშეული ჰყავდეს.

„ჩვენ, ექიმები, უფრო მეტ სიმკაცრეს და შეზღუდვებს ვითხოვდით და მთავრობა არეგულირებდა ადამიანების მდგომარეობის შესაბამისად, ცდილობდა, ოქროს შუალედი ეპოვა. არც ერთ ხელისუფალს არ უნდა, დამშეული ჰყავდეს თავისი ხალხი.

ღვთის წყალობით და შეზღუდვებით, კლებისკენ მიდის ყველაფერი. თავაშვებული ზაფხული, რომ არ გვქონოდა, ახლა ასეთი საშინელი შეზღუდვები აღარ დაგვჭირდებოდა. და არჩევნები, რომ არ ყოფილიყო. ყველაზე დიდი უბედურების წელს დაემთხვა არჩევნები, რამაც ეს შედეგი მოგვიტანა.

ჩვენი სურვილია, რომ ეს მხეცი ვირუსი რაღაცნაირად შევავიწროვოთ და გამოვამწყვდიოთ. მთლიანად ვერ მოვსპობთ ახლა, მაგრამ შეგვიძლია ისე არტახებში მოვაქციოთ, რომ მისი გაკონტროლება შევძლოთ, მთავარია, გვქონდეს პირდაპირი დარტყმის მედიკამენტი და ვაქცინა.

ერთი სული მაქვს, როდის მივალ აცრამდე აუცილებლად საჯაროდ დავდებთ პოსტებს, რომ რაც შეიძლება ბევრი აიცრას. ეს არის ერთადერთი გზა უხიფათოა თუ არა. ყველა წამალს აქვს გვერდითი მოვლენა, ვაქცინას კი არ აქვს კატასტროფული გვერდითი მოვლენა.

სულ ცოტა დროა მოსათმენი და აუცილებლად წამოგვეწევა კარგი ამბები. მარტო ჩვენთან რომ იყო ეს ამბები სხვა დაგვეხმარებოდა, მაგრამ სხვებსაც უჭირთ და ვერ გვეხმარებიან.

ერთი-ორი თვე დაიცავით რეკომენდაციები და გვეშველება“, – ამბობს ვახტანგ გადელია.

იტვირთბა....