ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კარლ ჰარცელი განმარტავს, რაზეა დამოკიდებული მოლპაარაკებების მეხუთე რაუნდის გამართვა

საქართველოში ვროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, გაიმართება თუ არა მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, ეს ნამდვილად დამოკიდებულია იმაზე, მოხდება თუ არა საკმარისი საერთო სივრცის გამონახვა.

როგორც ელჩმა ჟურნალისტებთან განაცხდაა, მოლაპარაკებების გაგრძელება დამოკიდებულია ოპოზიციასა და ხელისუფლებაზე და არა ფასილიტატორებზე.

“გაიმართება თუ არა მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, ეს ნამდვილად დამოკიდებულია იმაზე, მოხდება თუ არა საკმარისი საერთო სივრცის გამონახვა. ჩვენ არ ვადგენთ თარიღს, ასევე არ ვწყვეტთ გაიმართება თუ არა მოლაპარაკებები, ეს დამოკიდებულია იმაზე, მოხდება თუ არა მხარეებს შორი საჭირო საერთო ენოს გამონახვა,,”- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ელჩმა ასევე უპასუხა შეკითხვას მმართველი პარტიის ინიციატივის შესახებ, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებული საპარლამენტო კომისიის შექმნას ითვალისწინებს დ აცხადებს, რომ სასურველია, ოპოზიციამმის მუშაობაში ჩაერთოს.

„ვფიქრობ, საგამოძიებო კომისიის შექმნა არის საკითხი, რომლის განხილვაც პოლიტიკური დიალოგის დროს შეიძლება. რა თქმა უნდა ერთ-ერთი საკითხი არის იმის გადაწყვეტა, როგორი შემადგენლობა ექნება, კომისიაში მონაწილეობაც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ასევე კომისიის მანდატი. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ვუსვამ ხაზს ოპოზიციის პარლამენტში მუშაობის მნიშვნელობას სწორედ ესეც არის, მონაწილეობა მიიღონ კომისიის მუშაობაში, როგორიცაა საგამოძიებო კომისიების მუშაობა, ასევე მონაწილეობა მიიღონ რეფორმების განხილვაში, ამიტომ პარლამენტში მუშაობა უდავო აუცილებლობაა,“- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

იტვირთბა....