ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

კლინიკაში აფეთქების შედეგად 3 კოვიდპაციენტი და 1 ექიმი გარდაიცვალა

უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში მდებარე საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა.

კლინიკაში, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ, ხანძრის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორისაა რეანიმაციაში მყოფი 3 პაციენტი და ერთი ექიმი, განყოფილებაში მყოფი კიდევ 8 კოვიდინფიცირებული კი ევაკუირებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი საავადმყოფოს პირველ სართულზე გაჩნდა, სადაც პაციენტები ხელოვნური სუნთქვის აპარატებზე იყვნენ მიერთებული.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგლის თქმით, ხანძარი, სავარაუდოდ, ჟანგბადის გაჟონვამ გამოიწვია.

იტვირთბა....