„მაგრამ ჯერჯერობით ღიად რჩება კითხვა, მე რომ ვარ ვაქცინირებული, ვიქნები თუ არა ამ ვირუსის გადამტანი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ვაქცინა გაკეთებული?! ოქსფორდის ჯგუფმა გამოაქვეყნა „ასრტა ზენეკაზე“ კვლევა, ძალიან დიდი ალბათობით, 76-პროცენტიანი სიზუსტით ნახეს რომ, ეს გადამდებლობაც შეიძლება ოქსფორდის ვაქცინამ შეამციროს. ანუ, თუ ეს ორივე ექნება ვაქცინას, რომ ჩვენ პასიური გადამტანი არ ვიქნებით და სიკვდილობას გამინულებს, ეს მაშინ იქნება სერიოზული გარდატეხა და იმედის ნაპერწკალი, რომ ჩვენ შემოდგომიდან ნორმალურ ცხოვრებას შევძლებთ.“
ბიძინა კულუმბეგოვი – ალერგოლოგ-იმუნოლოგი.
ამის შესახებ მან “იმედის” ეთერში განაცხადა.