ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენ რაღაცებს ვაკეთებთ და სხვები კომენტატორები არიან, ნუ კომენტატორობენ, იპოლიტიკოსონ”- ალეკო ელისაშვილი ოპოზიციაზე

“მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თუ ოპოზიციას “ქართულ ოცნებასთან” გაფორმებული მემორანტუმი არ მოსწონს, შეუძლია მის მონაწილეოა მიიღოს მის დახვეწაში.

ელისაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს გიორგი ვაშაძეს მოუწოდებს, თუ პრემიერობა სურს, “ქართულ ოცნებასთან” მივიდეს და შეხვდეს.

“კარგით, დავუშვათ ჩვენ გავაუარესეთ, ადგნენ და უკეთესი პუნქტები შეატანინონ “ქართულ ოცნებას”, ჩვენ რომ ხელი მოვაწერეთ იმას კი არ ნიშნავს, რომ ათი მცნებაა ან სახარებისეული ჭეშმარიტება, შეიტანონ ჩვენზე უკეთესი პუნქტები. ჩვენ რაღაცებს ვაკეთებთ და სხვები კომენტატორები არიან, ნუ კომენტატორობენ, იპოლიტიკოსონ, ხომ უნდოდა ვაშაძეს პრემიერობა, მივიდეს და შეხვდეს “ქართულ ოცნებას”, უკან დაახევინოს. რა უნდათ, ჩვენი ხელით ნარი კრიფონ და მერე ჩვენ გვაკრიტიკონ?!- განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში ბოლო შეხვედრა 29 იანვარს გამართეს. მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, შედეგად “მოქალაქეები” პარლამენტში შევიდნენ. მხარეებმა საარჩევნო რეფორმის ცვლილებებთან დაკავშირებით მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც ღიაა და დანარჩენ პარტიებს შეულიათ, შეუერთდნენ.

იტვირთბა....