ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რა შეზღუდვები იხსნება 8-დან 15 თებერვლის ჩათვლით? – იხილეთ სრული ჩამონათვალი

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 8 თებერვლიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი. ამის შესახებ მან დღეს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ნიშნავს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც. მეტრო, ავტობუსი და სამარშრუტო მიკროტაქსები. გარდა ამისა, ამოქმედდება სრულად ასევე ბაზრობები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ასევე 15 თებერვლიდან მთელ საქართველოში სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება.

„შემდგომი ორშაბათიდან, საქართველოს მასშტაბით 15 თებერვლიდან ჩვენი შვილები გააგრძელებენ სწავლას საკლასო ოთახებში. ეს გულისხმობს იმას, რომ თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ბავშვები სკოლაში, სასწავლო კლასებში გააგრძელებენ სწავლას, რაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერმა.

იხსნება ღია და დახურული ბაზრობები.

„8 თებერვლიდან ღია და დახურული ბაზრობები სრულად ამოქმედდება“, – განაცხადა გახარიამ.

15 თებერვლიდან კვების ობიექტები, რესტორნები ღია სივრცეში ამოქმედებას შეძლებენ.

იტვირთბა....