ქსნის ციხეში პატიმარმა პროტესტის ნიშნად მუცელში ბასრი საგანი რამდენჯერმე ჩაირტყა. – აღნიშნულ ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
ამავე ტელეკომპანიის ინფორმაციით, მსჯავდებული, რომელმაც მუცლის არეში თვითდაზიანება მიიღო, კლინიკა “ვივა მედიში” ცოტა ხნის წინ შეიყვანეს.
“კვდება, ყურადღებას არ აქცევენ და იძულებული გახდა ამ მდგომარეობამდე მისულიყო. წელიწადია დავდევ, ვეხვეწები და ვემუდარები გამოკვლევა ჩაუტარონ, რვა სახეობის ინფექცია აქვს მუცელში. გვაქვს მაგისი საბუთებიც, გვაქვს ანალიზის პასუხებიც ყურადღების მიმქცევი არავინაა. რო არაქცევენ ყურადღებას მაგიტომ ჩაიდინა 8 თვის მანძილზე იკლაკნება ბავშვი და იძულებით გააკეთა ბოლოს.” – აცხადებს მსჯავდებულის მამა “ტვ პირველთან”.
იხ: ვიდეო:

