ზანდოს მონასტერი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც მონასტრის ფეისბუქის ოფილიალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ, სამტრედიაში, ახალგაზრდა ბიჭები ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ.
,,დღეს საშინელი ავტოკატასტროფა მოხდა ჩვენს ქალაქში. კიდევ ორი ლამაზი ადამიანი გამოაკლდა ჩვენს წუთისოფელს. ძალიან გულდასაწყვეტია ასეთი ახალგაზრდები რომ მიდიან ჩვენგან…
ვუსამძიმრებ გარდაცვალებულთა ოჯახებს, ახლობლებს, მეგობრებს მთლიან სამტრედიასა და საქართველოს ამ დიდ ტრაგედიას.
გთხოვთ მოიხსენიოთ თქვენს წმინდა ლოცვებში, ახლადშესვენებულნი გიორგი და ლევანი”, – აღნიშნულია ზანდოს მონასტრის ფეისბუქგვერდზე.
⚫ დღეს საშინელი ავტოკატასტროფა მოხდა ჩვენს ქალაქში, კიდევ ორი ლამაზი ადამიანი გამოაკლდა ჩვენს წუთისოფელს, ძალიან…
Posted by ზანდოს მონასტერი on სამშაბათი, 02 თებერვალი, 2021

