ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“წულუკიანმა მორალური ფსკერი ჩაანგრია” – გია ხუხაშვილი

“დღეს ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის სახე და მემკვიდრე თეა წულუკიანია,” – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა.

ხუხაშვილის განმარტებით, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გუშინდელი ქმედებით, ,,მორალური ფსკერი ჩაანგრია”.

“ქართული ოცნების” ქმედებები დღის განმავლობაში, იმაზე მეტყველებდა, რომ მათ ოპოზიცია იმისთვის კი არ სჭირდებათ, რომ თავისი ფუნქცია შეასრულონ, არამედ ფეხის შესაწმენდად და მეტი არაფრისთვის. წულუკიანმა, შეიძლება ითქვას, მორალური ფსკერი ჩაანგრია კიდევ ერთხელ. დღევანდელი კომენტარები, საერთოდ… საოცარი კომენტარებია, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე თანაბარ მდგომარეობაში აყენებს თავის თავს ტელევიზიასთან…”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, 2 თებერვალს, პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არჩევნები, რა თქმა უნდა გაყალბდა, თუმცა ის პარლამენტში ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად შევიდა. მან საკუთარი ტელეფონის ნომერი გამოაცხადა და თქვა, რომ მოქალაქეების ნებისმიერ ზარს უპასუხებს.

ელისაშვილს თეა წულუკიანმა უპასუხადა მას ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის ჩაწერა შესთავაზა, რათა მისგან მიიღოს დირექტივა იმის შესახებ, თუ რა ილაპარაკოს პარლამენტში. მან ნიკა გვარამის ტელეფონის ნომერი სხდომაზე საჯაროდ გამოაცხადა. ამასთან, წულუკიანი დაინტერსდა, თუ არჩევნები გაყალბდა, მაშინ რას აკეთებს ელისაშვილი პარლამენტში.

იტვირთბა....