“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ხელისულებასთან მოლაპარაკებების აუცილებლობაზე აშშ-სა და ევროლავშირის ელჩების განცხადებებს ეხმიანება.
“რა კარგია არა, როცა შენი ქვეყნის კონსტიტუციას ფეხით ტკეპნიან.
რა კარგია როცა სუს-ს დროს აძლევენ აშანტაჟონ ოპოზიციონერები, მერე რა, რომ შენს სიტყვებს კონსტიტუციის გაუპატიურების ალიბად მოიხმარენ!
მერე რა, რომ “შესულებს” გაყალბებაზე ლაპარაკს უკრძალავენ!
მერე რა რომ ზამთარია, ჩვენთან ბანანები მაინც ყვავიან,”- წერს გიგი უგულავა.
ცნობისთვის, დღეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების აუცილებლობაზე ისაუბრეს საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებმა. აშშ-ის ელჩი საქართველოში კენი დეგნანი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მათ შორის არსებულ განსხვავებებზე კომპრომისის მისაღწევად ქვეყნის ინტერესები პირველ რიგში უნდა დააყენონ და ამომრჩევლების აზრი გაითვალისწინონ.