“ოპოზიციაში აბულინგებენ ერთმანეთს, რათა ვინმეს არ წამოსცდეს, რომ არჩევნები არ გაყალბდა, არადა არავის არ აქვს თავი, შემოვიდეს, კომისიის მუშაობაში ჩაერთოს და დაამტკიცოს თუნდაც 1%-იანი სიყალბე. ვერ დაამტკიცებენ, იმიტომ, რომ სიმართლე ამაში არ არსებობს.”
მამუკა მდინარაძე – უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი
ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ცნობისთვის, “ქართული ოცნება” არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის და ოპოზიცუას კომისიაში ჩართვისკენ მოუწოდებს.