ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მზად ვართ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ ოღონდ არა ისეთ საკითხებზე, რომელიც არის შეუსრულებელი”- მამუკა მდინარაძე

უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდიმარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზად არის ოპოზიციასთან სასაუბროდ, თუმცა მხოლოდ ისეთ საკითებზე, რომლის შესრულებაც შსაძლებელია.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, თუ ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ არჩევნების შედეგები გაყალ;ბდა, მათ შეუძლიათ, კომისიის ფარგლებში თავად გამოიძიონ.

“მივიღეთ გუშინ ჩვენ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და არ შევუწყვიტეთ უფლებამოსილება. შესაბამისად, დავტოვეთ ღია კარი იმისთვის, რომ მათ გაიაზრონ თავიანთი გადაწყვეტილებების არამართებულობა. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მზად ვართ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ ოღონდ არა ისეთ საკითხებზე, რომელიც არის შეუსრულებელი. როდესაც ერთი ადამიანი ამბობს, რომ გაყალბდა არჩევნები და მეორე, ანუ ამ შემთხვევაში, ჩვენ ვამბობთ, რომ არ გაყალბებულა და დამოუკიდებელი დამკვირვებლებიც ამბობენ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ჩატარდა თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, ამ შემთხვევაში, ამასაც კი თუ არ ითვალისწინებენ, კომისიის ფარგლებში, თავად გამოიძიონ თუ იქ რამე სერიოზული გადაცდომა იყო. ამაზეც არ მოდიან, ანუ ისინი სახელმწიფოებრივად და რაციონალურად არ ფიქრობენ“,- განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, “ოპოზიციაში აბულინგებენ ერთმანეთს, რათა ვინმეს არ წამოსცდეს, რომ არჩევნები არ გაყალბდა, არადა არავის არ აქვს თავი, შემოვიდეს, კომისიის მუშაობაში ჩაერთოს და დაამტკიცოს თუნდაც 1%-იანი სიყალბე. ვერ დაამტკიცებენ, იმიტომ, რომ სიმართლე ამაში არ არსებობს.”

ცნობისთვის, აშშ-ის ელჩი საქართველოში კენი დეგნანი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მათ შორის არსებულ განსხვავებებზე კომპრომისის მისაღწევად ქვეყნის ინტერესები პირველ რიგში უნდა დააყენონ და ამომრჩევლების აზრი გაითვალისწინონ.

იტვირთბა....