მთავარი ციტატა

“ძალიან უცნაური და არასასიამოვნო რამ მოხდა, სიტყვა მინდოდა და არ მომცეს”- ალეკო ელისაშვილი

“ძალიან უცნაური და არასასიამოვნო რამ მოხდა, სიტყვა მინდოდა და არ მომცეს. ერთ დღეს გაიღვიძა და საარჩევნო სისტემის შეცვლა გადაწყვიტა. რა პუნქტებიც ჩამოთვალა, ბოიკოტის დამსახურება იყო, თორემ, აქამდე ცხრა წელია ხელისუფლებაში არიან და ამის გაკეთებას რა უშლიდა ხელს? მინდოდა, საერთო ოპოზიციური მონაპოვარი დამეცვა, ვერ მივიწერთ ჩვენ იმ მემორანდუმს, ხელი კი ჩვენ მოვაწერეთ, მაგრამ ის იყო საერთო ბრძოლის შედეგი. ეს ყველაფერი ელჩების გასაგონად მეთქვა.”

ალეკო ელისაშვილი – პარტია “მოქალაქეების” ლიდერი

აღნიშნულით ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ ოპოზიციის ბოიკოტს აზრი არ ჰქონდა.

ელისაშვილის თქმით, “31 ოქტომბრის არჩევნები ასე რომ ჩაეტარებინათ, არანაირი ბოიკოტი და პროტესტი არ იქნებოდა.”

 

იტვირთბა....