“ეს არ არის ალეკო ელისაშვილის მოხერხებული. იქ იდო ოთხი პუნქტი დადებული. ის რაზეც ოცნება წამოვიდა, მაგას ისედაც გააკეთებდა, სულ რომ არავინ შესულიყო პარლამენტში, ასე თქვეს. ამის გაფორმება ისე, რომ რომელიმე ერთმა პარტიამ მოახერხა და გამოსტაცა ოცნებას, ეს მინიმუმ გადაჭარბებული ნათქვამია. თუ რამე დათმო ხელისუფლებამ, ეს მოახერხა ოპოზიციის ერთობამ და არა ცალკე აღებულმა პარტიამ.”
ზურაბ ჯაფარიძე – პარტია “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი
ამის შესახებ “ზურაბ ჯაფარიძემ” “დღის ამბებში” განაცხადა, რითიც “მოქალაქეების” მოსაზრებას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში ბოლო შეხვედრა 29 იანვარს გამართეს. მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, შედეგად “მოქალაქეები” პარლამენტში შევიდნენ. მხარეებმა საარჩევნო რეფორმის ცვლილებებთან დაკავშირებით მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც ღიაა და დანარჩენ პარტიებს შეულიათ, შეუერთდნენ.
“მოქალაქეების” ლიდერები აცხადებენ, რომ საარჩევნო რეფორმის ცვლილებაზე ხელისუფლების დაყოლიება მათი მოლაპარაკებების დამსახურებაა და სხვა პარტიებს შეუძლიათ, სხვა პუნქტებზე შეუთანხმდნენ.

