ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ერთ შემთხვევაზე იკვეთება, რომ შესაძლებელია რეინფიცირება იყოს “- ამირან გამყრელიძე კვლევის შედეგებზე საუბრობს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოშ კორონავირუსით შესაძლო რეინფიცირების ერთ შემთხვევას იკვლევენ.

როგორც გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში დაკვირვების ქვეშ იყო 3 ათეულამდე შესაძლო რეიფიცირების შემთხვევა და სწორედ აქედან მოხდა სელექცია.

“როცა ადამიანი ერთხელ ინფიცირდება და გარკვეული პერიოდის შემდეგ განმეორებით, ეს შემთხვევებიც არ არის ბევრი. საქართველოში ჩვენ დაკვირვების ქვეშ გვქონდა 3 ათეულ შემთხვევამდე, იქიდან მოხდა სელექცია.

ახლა გენეტიკური კვლევა მიმდინარეობს, სადაც შეიძლება, სავარაუდოდ, იყოს ერთ შემთხვევაში რეინფიცირება, მაგრამ შეიძლება არ დადასტურდეს. ახლა მიმდინარეობს ლაბორატორიული და მათ შორის, გენეტიკური კვლევა რამდენიმე შემთხვევაზე. ერთზე უფრო იკვეთება, რომ შესაძლებელია იყოს [რეინფიცირება], მაგრამ ეს ჯერ დადასტურებული არაა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა. ამასთან, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი განმარტავს, რა შემთხვევაში ხდება კორონავირუსით ადამიანის რეინფიირება.

იტვირთბა....