ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“გამოცდილება გვიჩვენებს, რომ რეინფიცირების ძალიან მაღალი მაჩვენებელი არსებობს”- ენტონი ფაუჩი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი განმარტავს, რა შემთხვევაში ხდება კორონავირუსით ადამიანის რეინფიირება.

ფაუჩის განმარტებით, თუკი კორონავირუსით ინფიცირებული იყავით, ახალი ვარიანტით რეინფიცირების ძალიან მაღალი მაჩვენებელი არსებობს იმ შემთხვევაში, თუკი ისინი დომინანტური გახდებიან.

„სამხრეთ აფრიკაში ჩვენი კოლეგების გამოცდილება მიუთითებს, რომ თუ ის დომინანტური გახდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ვირუსის ორიგინალური სახეობით დაინფიცირებული იყავით, რეინფიცირების ძალიან მაღალი მაჩვენებელი არსებობს. ეს მინიმუმ სამხრეთ აფრიკულ ვარიანტს ეხება, რომლის შესახებაც ჩვენ ყველაზე მეტი ვიცით, როდესაც საქმე რეინფიცირებას ეხება,“- განაცხადა ფაუჩიმ.

ფაუჩიმ  კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაქცინაციის აუცილებლობას მძიმე და პოტენციურად ფატალური დაავადების თავიდან ასაცილებლად.

იტვირთბა....