ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პარლამენტი ერთპარტიული არ არის, ჩვენ თუ პარტიად არ აღგვიქვამთ, კი ბატონო”- ალეკო ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი ერთპარტიული არ არის.

როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუ მის პარტიას პატიად არ აღიქვამენ, ეს მათი გადასაწყვეტია.

მისივე თქმით, პარტია “მოქალაქეები”, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, დამოუკიდებელი ოპოზიციური პარტიაა.

“პარლამენტი ერთპარტიული არ არის, ჩვენ თუ პარტიად არ აღგვიქვამთ, კი ბატონო. ორნი კი ვართ , მაგრამ წარმოვადგენთ დამოუკიდებელ ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც “მოქალაქეები” ეწოდება, ეს ვიღაცას უნდა გაითავისოს, ვიღაცას არა, მაგრამ ეს არის ასე,”- განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში ბოლო შეხვედრა 29 იანვარს გამართეს. მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, შედეგად “მოქალაქეები” პარლამენტში შევიდნენ. პარტიის ლიდერები პარლამენტის საქმიანობაში ოფიაიცლაურად 2 თებერვლიდან ჩაერთვნენ.

იტვირთბა....