ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ალექსეი ნავალნის ამას მე ჯერჯერობით ვერ ვაპატიებ”- რას წერს ნიკა გვარამია რუს ოპოზიციონერზე

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმიანება და ოპოზიციონერ დეპუტატს აფასებს.

გვარამიას თქმით, მას ალექსეი ნავალნის მიმართ დიდი წარმოდგენა არ აქვს, ამის მიზეზად კი პირველ რიგში, საქართველოსთან მიმართებაში რუსი ოპოზიციონერის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ასახელებს.

არხის დირექტორი ალექსეი ნავალნის ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსაც ადარებს და იმ ფაქტსაც იხსენებს, როცა ამ უკანასკნელმა უკრაინის საზღვარი ფეხით გადაკვეთა.

“ნავალნიზე მე მაღალი წარმოდგენის არ ვარ. ნავალნი არის გამოძერწილი ფიგურა. ახლა თუ ვილაპარაკებთ ქვეყანაში შესვლაზე, ძაან დიდი ბოდიში, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი შევიდა უკრაინაში ფეხით, საერთოდ სხვა ქვეყანაში, თავის ქვეყანაში კი არა. ნავალნი ახლა ყველა ევროპული ქვეყნის ელჩმა და ამერიკის ელჩმა რომ ჩასვა თვითმფრინავში, საგზალი ჩაუდო, კარგად დააპურა და ჩააცილა ლამის მოსკოვამდე, მე არ ვარ მასზე დიდი წარმოდგენის, მართალი გითხრათ.

მთავარი რატომაც არ ვარ არის ის, რასაც [ნავალნი] საქართველოზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლაპარაკობს, ამას მე ჯერჯერობით მას ვერ ვაპატიებ, თუ სხვა რამეს არ იტყვის რათქმაუნდა. პუტინის და ნავალნის მიმართებები ოკუპაციასთან დაკავშირებით დიდად განსხვავებული არ არის. რათქმაუნდა, პუტინზე უარესი არაფერი არ არის, მაგრამ მე მაინტერესებს ჩემს ქვეყანასთან რა დამოკიდებულება აქვს კონკრეტულ ადამიანს, თავის ქვეყანაში რას აპირებს მეორეხარისხოვანია. ნავალნი იქნება ცარი, ოდესმე თუ მოვიდა ხელისუფლებაში, ოღონდ უკეთესი ვიდრე პუტინი,”- აცხადებს ნია გვარამია.

შეგახენებთ, 17 იანვარს გერმანიიდან რუსეთში ჩასული  რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს. პოლიტიკოსი  გერმანიიდან ბრუნდებოდა, სადაც ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ გადაიყვანეს. სასამართლომ, რომლის პროცესიც პოლიციის განყოფილებაში გაიმართა, რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ხოლო, 2 თებერვალს, სასამართლოს გადაწყვეტილებით რუს ოპოზიციონერს 3.5 წლით პატიმრობა მიესაჯა.

 

იტვირთბა....