თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპარეციის დროს ორი პირი დააკავეს, რომლებიც სუპერმარკეტ “სპარის” დაყაჩაღება სცადეს.
შეიარაღებული პირები “სპარში” გამთენიისას შეიჭრნენ, მაღაზიის თანამშრომლება კი მათი განიარაღება შეძლეს.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, ერთი პირი ცივი იარაღით იმყოფებოდა მეორე კი ცეცხლსასროლი იარაღით, რომელმაც უმისამართოდ გაისროლა.
სუპერმარკეტის თანამშრომელმა იარაღი წაართვა, რის შემდეგაც მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინეს.
“მივარდნილამენეჯერი და წაურთმევია იარაღი, აღებული თანხაც წაურთმევიათ. ჰაერში უსვრიათ,”- განაცხადა მაღაზიის ხელმძღვანელმა.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.