ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თურქეთიდან მოქალაქეები საქართველოში გამარტივებული წესით შემოვლენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ვიზიტორი “პისიარ” ტესტის ნეგატიური პასუხით შემოდის, თურქეთის რესპუბლიკა ემატება, საიდანაც სტუმრები ასეთი გამარტივებული წესებით შემოვლენ.

როგორც თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შედეგ ბრიფინგზე განაცხადა, 15 თებერვლიდან საერთაშორისო ფრენების რაოდენობა მოიმატებს.

თურნავა კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც ვაქცინაციის მოწმობა აქვს, ყოველგვარი დამატებითი შეზღუდვის გარეშე შემოვა ქვეყანაში.

“15 თებერვლიდან ავიაკომპანიები უფრო გააქტიურდებიან და საერთაშორისო ფრენების რაოდენობაც არა კრიტიკულად, მაგრამ გარკვეულწილად მოიმატებს. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ნათელი, მკაფიო და კარგად გააზრებული წესები გვაქვს ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების შემოყვანის.

უცხო ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე, ვისაც ვაქცინაციის მოწმობა აქვს, ყოველგვარი დამატებითი შეზღუდვის გარეშე შემოდის ქვეყანაში, ასევე გვაქვს ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც შემომსვლელი შემოდის ნეგატიური “პისიარ” ტესტის პასუხით და საქართველოში მესამე დღეს ვალდებულია, ჩაიტაროს ტესტირება. ეს სია გადაიხედება ხოლმე, გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა ეპიდვითარებაა, ასევე იმ ამოცანებიდან გამომდინარე, რაც ჩვენი ტურისტული ინდუსტრიის წინაშეა, ჩვენი ამოცანაა, ტურისტულ ინდუსტრიას ჟანგბადი ჩავასუნთქოთ და ნელ- ნელა ამოქოქვა დაიწყოს”,- განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავობისა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რეგულარული ფრენები 1-ელი თებერვლიდან აღდგა.

იტვირთბა....