„გადაცემაში ვთქვი და აქაც გავიმეორებ. მგონი წულუკიანზე რაღაცა ტიპის შემაკავებელი ორდერი უნდა გაიცეს გვარამიასთან მიმართებაში. აშკარად არაჯანსაღ აკვიატებასთან და დევნასთან გვაქვს საქმე. მოვიფიქროთ რამე. ცოტა არასტანდარტული სიტუაციაა.”
ნინო ჯანგირაშვილი – ტელეკომპანია „კავკასიას“ გენერალური დირექტორი.
სოციალური ქსელი.
ცნობისათვის, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა მიერ პარლამენტის სხდომაზე „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას, პირადი მობილური ტელეფონის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა.