მოსკოვის სასამართლომ რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ Meduza წერს.
რუსეთის ოფიციალური უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, “ნავალნიმ პირობითი მსჯავრის პირობები არაერთხელ დაარღვია და მისი დაკავება სწორედ ამას უკავშირდება”.
ნავალნის სასამართლო პროცესი საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარებდა, რა დროსაც აქციის ასობით მოქალაქე დააკავეს. მას შემდეგ, რაც მოსამართლემ ნავალნის მიმართ ვერდიქტი გამოაცხადა, აქციის მონაწილეების პროტესტმა კიდევ ერთხელ იფეთქა. პროტესტი მოსკოვის ცენტრში გაგრძელდა. ისინი ხელებაწეული სკანდირებდნენ “ჩვენ უიარაღოდ ვართ”. ამის მიუხედავად, ძალოვნებმა მათ წინააღმდეგ ხელკეტები გამოიყენეს.
შეგახენებთ, 17 იანვარს გერმანიიდან რუსეთში ჩასული რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს. პოლიტიკოსი გერმანიიდან ბრუნდებოდა, სადაც ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ გადაიყვანეს.
სასამართლომ, რომლის პროცესიც პოლიციის განყოფილებაში გაიმართა, რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.