ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი თანამდებობას ტოვებს

კომპანია Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი თანამდებობას ტოვებს.

ტრანზიცია 1-ლ ივლისს დასრულდება, რის შემდეგაც ბეზოსი წავა მის მიერვე 27 წლის წინ დაარსებული კომპანიიდან.

უცხოური მედიის ცნობით, აღმასრულებელი დირექტორის პოსტს ამჟამად “ამაზონის” ვებ სერვისების ხელმძღვანელი, ენდი ჯესი დაიკავებს.

ჯეფ ბეზოსი საბაზრო ღირებულება $1.7 ტრილიონი დოლარია, ამაზონი კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა.

მიუხედავად თანამდებობის დატოვებისა, ბეზოსი რჩება “ამაზონის” ერთ-ერთ უმსხვილეს აქციონერად.

იტვირთბა....