მომხდარი დაპირისპირების შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია და “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია პირველად ტვ “პირველის” გადაცემა “რეაქციაში” შეხვდნენ.
ნიკა მლია “გირჩის” ლიდერებს, იაგო ხვიჩიასა და ვახო მეგრელიშვილის შემდეგი სტუმარი იყო, მათი შეხვედრაც სწორედ ეთერში ამ დროს მოხდა.
“ვერ გადავიტანდი ეს შეხვედრა აქ რომ არ მომხდარიყო. რა მოხდა თქვენს შორის, რა იყო? რატომ შეაშინეთ იაგო ხვიჩია იარაღის ტარების უფლებას რომ ითხოვდა”- ჰკითხა ინგა გრიგოლიამ ნიკა მელიას.
ნიკა მელიამ კი თქვა, რომ ის ხელცარიელი არ მოსულა და იაგოს საჩუქრად სათამაშო იარაღი მოუტანა. ამაზე ხვიჩიამ თქვა, რომ სათამაშო იარაღი ყოფილა.
“კაი რა, რა მაგარი საჩუქარი მოგიტანათ, ბავშვს წაართმევდა. მეილა რისი მელიაა, ბავშვს წაართვვდა,”- აღნიშნა ინგა გრიგოლიამ.
იაგო ხვიჩიამ კი განაცხადა, რომ მასსა და ნიკა მელიას შორის არანაირი დაპირისპირება ყოფილა.
ცნობისთვის, 25 იანვარს “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ მას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ტელეფონით დაუკავშირდა და მოეჩვენა, რომ თითქოს დაემუქრა. ამის გამო ხვიაჩია ამბობს, რომ შესაძლოა პარლამენტს მიმართოს, რათა იარაღის ტარების უფლება მისცეს.