ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნიკა მელიამ დამირეკა და მომეჩვენა, რომ დამემუქრა”- იაგო ხვიჩია განცხადეას ავრცელებს

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მას დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ტელეფონით დაუკავშირდა და დაემუქრა. ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ „დღის ამბებში“ განაცხადა.

როგორც იაგო ცხვიჩიამ განაცხადა, თუ მელია მას მართლაც დაემუქრა, პარლამენტს მიმართავს, რომ იარაღის ტარების უფლება მიანიჭოს.

„დამირეკა. სამწუხაროდ, ცუდი საუბარი გვქონდა. მომეჩვენა, რომ დამემუქრა. ამიტომ მინდა თქვენი მეშვეობით გავარკვიო – მართლა მემუქრება ნიკა მელია, თუ უბრალოდ გაბრაზებულზე იცის ასეთი ლაპარაკი.

ნიკა მელია ჩემზე დიდია ფიზიკურად, ჩემზე მორევა შეუძლია. მე პარლამენტის წევრი ვარ, მაქვს იარაღის ტარების უფლება. თუ ეს მართლა მუქარაა და მემუქრება ბატონი ნიკა მელია, მე უნდა მივმართო საქართველოს პარლამენტს, რომ იარაღის ტარების უფლება მქონდეს. ჩემზე დიდი რომ არ მომერიოს, მე უნდა მქონდეს თავდაცვის საშუალება“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

იტვირთბა....