ქართველი საოპერო მომღერალი, მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებული განცხადების შემდეგ, საქართველოს მთავრობას მიმართავს.
“მეტრონომი” ანიტა რაჭველიშვილის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.
“როგორ მეომებით! როგორ ცდილობთ ყველანაირი უღირსი გზით ჩემი სახელის შებღალვას და ჩემს დამცირებას, მაგრამ ამ ომში სულ წაგებულები დარჩებით! იცით რატომ? იმიტომ რომ ჩემი გული და ჩემი სინდისი სუფთაა! ერთადერთი რაც მამოძრავებს არის ჩემი სამშობლოს და ჩემი ხალხის სიყვარული! ამით მიდგას სული და ამისთვის მიღირს სიცოცხლე და თქვენ რა გამოძრავებთ ყველამ კარგად ვიცით!” – წერს რაჭველიშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ანიტა რაჭველიშვილი პირველ ქალ პრეზიდენტს შეურაცხყოფას აყენებს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია მომღერალს ქვეყნის რეპუტაციის მიზანმიმართულად დაზიანების მცდელობაში ადანაშაულებს.