ახალი ამბები მთავარი სამართალი

მსუბუქი მანქანა ხევში გადავარდა – არის მსხვერპლი

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა, შედეგად დაიღუპა მანქანაში მყოფი ქალი. მომხდარი “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მანქანაში ერთი ადამიანი იმყოფებოდა. ავარიის დროს ქალი მძიმედ დაშავდა, ის კლინიკაში გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....