ანა გაბეჩავამ, რომელიც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 5 სრულწლოვნის საქმეზე მოწმის სახითაა დაკითხული, განაცხადა, რომ მან სასამართლოში დასმულ ყველა კითხვას გასცა პასუხი. როგორც გაბეჩავამ აღნიშნა, მან გარკვეული პირების იდენტიფიცირება მოახდინა.
“სასამართლოს ის ინფორმაცია მივაწოდე, რაც აინტერესებდა, რა კითხვებიც იყო დასმული, ყველას გავეცი პასუხი” – განაცხადა გაბეჩავამ.
ადვოკატების განმარტებით კი, ანა გაბეჩავას დღეს სასამართლოში ახალი ინფორმაცია არ გაუჟღერებია.
საქმის პროკურორის, ვახტანგ ცალუღელაშვილის განცხადებით, გაბეჩავამ წვეულებაზე განვითარებულ მოვლენებთან და იმ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელსაც შეესწრო. პროკურორის თქმითვე, გაბეჩავამ 5 ბრალდებულის იდენტიფიცირება მოახდინა და მათი სახელები და გვარები დაასახელა. საუბარია, “მერსედესის” მგზავრებზე.