მთავარი ციტატა

“ჩვენ გვზღუდავდა სინდისი და ჩვენ გვზღუდავდა სიმართლე”- ვახო მეგრელიშვილი ოპოზიციის მანდატების შეწყვეტის თემაზე

“კმაყოფილები ვართ იმ გადაწყვეტილებით, რაც ქართულმა ოცნებამ მიიღო. შესაბამისად ჩვენ გვაქვს დამატებითი დრო, ახალი გარემოებები ხდება ცნობილი. ჩვენ გვზღუდავდა სინდისი და ჩვენ გვზღუდავდა სიმართლე. ეს გადწყვეტილება მნიშვნელოვნად ცვლის გარემოებებს. ეს პროცესის აღქმას შეცვლის.”

ვახო მეგრელიშვილი – “გირჩის” ლიდერი

ამის შესახებ ვახო მეგრელიშილმა “დღის ამბებში” განაცხადა.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელეს. მმართველმა გუნდმა 51 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა და ოპოზიციურ სპექტრს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა.

2 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა, სადაც 51 ოპოზიციონერისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხზე კენჭი უნდა ეყარათ, თუმცა საკითხი უკან გამოიტანეს.

იტვირთბა....