aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენ ნამდვილად თავაწეულები შემოვედით პარლამენტში”- ალეკო ელისაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მისმა პარტიამ რთული გზა გაიარა, რომ პარლამენტში შესულიყო.

როგორც ელისაშვილი ჟურნალისტებთან აცხადებს, მათ მოლაპარაკებებზე იმ შეთანხმებას მიაღწიეს, რასაც ოპოზიცია ამ დრომდე ითხოვდა.

“იცით რაც გამოვიარეთ მე და ლევან იოსელიანმა და ჩვენმა პარტიამ, ვიდრე აქამდე მოვიდოდით, თუმცა ნამდვილად თავაწეულები შემოვედით ჩვენ აქ იმიტომ, რომ 4 პოლიტპატიმარი, ვისზეც ვლაპარაკობდით, გათავისუფლებულია,”- აცხადებს ელისაშვილი.

როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, საარჩევნო რეფორმის ცვლილებას 113 დეპუტატის ხმა სჭირდება და თუ ოპოზიციას ნამდვილად სურდა საარჩევნო სისტემის ცვლილება, ერთი დღით მაინც უნდა შევიდეს პარლამენტში.

” ამ მემორანდუმში არის ძალიან ბევრი პუნქტი ჩამოთვლილი. ერთადერთ საკითხს, სრულად პროპორციულს სჭირდება 113 ხმა და იმ ერთადერთ საკითხზე მაინც შემოვიდეს ოპოზიცია, თუ უნდა ამ ქვეყნის უკეთესი მომავალი. სრულად პროპორციულისთვის ჩვენ ერთი წელი ვიბრძოდით ქუჩაში და ახლა ეს მაგიდაზე დევს. ეს ოპოზიციის იმ დეპუტატების პასუხისმგებლობის საკითხია, ვინც უნდა შემოვიდეს. თუ მართლა გულწრფელად იბრძოდნენ და ამბობდნენ, რომ ეს ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია,”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდთან გაფორმებული მემორანდუმი ამ ქვეყნის პერსპექტივაა.

პარტია “მოქალაქეების” ლიდერები საპარლამენტო საქმიანობაში დღეიდან ჩაერთვნენ. პარტიის ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში პლენარულ სხდომაზე დასასწრებად მივიდნენ.

იტვირთბა....