არქიმანდრიტი ილარიონი ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილზე თავდასხდმის ფაქტს ეხმიანება.
არქიმანდრიტი სოციალურ ქსელში მელაშვილზე თავდამსხმელს ბაქარ ადამიას გამოესარჩლა.
მედიაში გავრცელებულ თავდასხმის კადრებზე მან ადამიას დამცველი კომენტარები დაწერა.
“ვინმემ არ გაბედოს ამ ახალგაზრდა კაცის დადანაშაულება! იმედია, მალე, ასეთ “უხერხულობებს” უახლოეს 10 წელი მაინც აერიდება“, – დაწერა სასულიერო პირმა.
შეგახსენებთ, რომ კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილს მაღაზია “ალტა ოქეში” თავს დაესხნენ. ერთერთმა მოქალაქემ, ბაქარ ადამიამ მას “მოღალატე” უწოდა და შეურაცხყოფა მიაყენა.