ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თემურ წიკლაურს 4 თებერვალს დაკრძალავენ

ქართველ საესტრადო მომღერალს, მსახიობსა და ანსამბლ „ივერიას“ წევრ თემურ წიკლაურს 4 თებერვალს კოჯორში დაკრძალავენ.

პანაშვიდი დღეს და ხვალ ლურჯ მონასტერში გაიმართება. გასვენება კი ხუთშაბათს, 14:00 საათზე იქნება.

ცნობისთვის, თემურ წიკლაური კორონავირუსის გართულებების შედეგად პირველ თებერვალს გარდაიცვალა. მომღერალი 75 წლის იყო. წიკლაური კორონავირუსით ინფიცირების გამო,  მკურნალობას გორში, სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა.

იტვირთბა....