ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“შეურაცხყოფას აყენებს პირველ ქალ პრეზიდენტს” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ანიტა რაჭველიშვილის ,,ფეისბუქპოსტს” ეხმაურება და საოპერო მომღერალს ქვეყნის რეპუტაციის მიზანმიმართულად დაზიანების მცდელობაში ადანაშაულებს.

,,სამწუხაროა, რომ ქალი, რომელიც მსოფლიო საოპერო ხელოვნებაში საქართველოს სახეს წარმოადგენს, ღიად ესხმის თავს და შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტს, რითაც განზრახ და შეგნებულად აზიანებს საკუთარი ქვეყნის რეპუტაციას. იმ დროს, როცა ცნობილი მსახიობი ჯენიფერ ენისტონი მსოფლიოში ცვლილებებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა როლის გაძლიერებისადმი მხარდაჭერას გამოხატავს, ქართველი მეცოსოპრანო საქართველოს პრეზიდენტის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებით გამოთქმული დაუსაბუთებელი ბრალდებებით აკნინებს სწორედ ქალთა ძალისხმევას, რაც მიუღებელია“ – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ცნობისთვის, 30 იანვარს ჰოლივუდის მსახიობმა, ჯენიფერ ენისტონმა „ინსტაგრამში“ ქალი ლიდერების ფოტოები გამოაქვეყნა, მათ შორის იყო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ფოტო. ანიტა რაჭველიშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ სალომე ზურაბიშვილი „საქართველოს და ერის მოღალატეა და პოსტებს არ იმსახურებს“.

იტვირთბა....