ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში, კოვიდ 19-ის ინფექციისგან 16 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ის ინფექციისგან 16 ადამიანი გარდაიცვალა. – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ  სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, StopCov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებ-გვერდზე განახლებული ინფორმაციის თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ინფექციისგან 681 ადამიანი განიკურნა. საერთო ჯამში კი გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 249709-მდე მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში, კორონავირუსის 240 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

იტვირთბა....