საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 240 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, StopCov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებ-გვერდზე განახლებული ინფორმაციის თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ინფექციისგან 681 ადამიანი განიკურნა. საერთო ჯამში კი გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 249709-მდე მიაღწია.
ამავე გვერდის მონაცემების მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ის ინფექციისგან 16 ადამიანი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს 3194 ადამიანი ემსხვერპლა.