“მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა არის ქვეყნის ძალისა და სიცოცხლის მიმცემი და დღევანდელ უმძიმეს რეალობაში ჩვენი მთავარი დევიზი სწორედ ილიას ეს სიტყვებია: “მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა”, რადგან ყველა მწვავე კრიზისს, გამოწვევას და სტაგნაციას აქვს ერთადერთი გამოსავალი – მოძრაობა. როცა გყავს საუკეთესო გუნდი, არასდროს უნდა შეგეშინდეს წინსვლის და სიახლის, არასდროს უნდა იფიქრო, რომ ცალკე აღებულმა რომელიმე გამოწვევამ შენ შეიძლება, დაგამარცხოს და შენ მას ვერ დაძლევ, მით უმეტეს, როცა შენი მოტივაცია არის ყველაზე სწორი და მიზანი არის ისტორიული – საქართველოს უკეთესი მომავალი.”
ნიკა მელია – პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე.
ამის შესახებ მან დღეს ონლაინპრეზენტაციის დროს განაცხადა.
ცნობისათვის, ნიკა მელიამ პარტიის ახალი სახეები წარადგინა.