ეკონომიკა, სოციალური მიმართულება და ჯანდაცვა, – ეს არის ის ძირითადი სფეროები რომელზეც განახლებული ენმ იქნება ორიენტირებული. პარტიის ახალმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დღეს პარტიის ახალი წევრები, ონლაინპრეზენტაციის ფორმატში წარადგინა. სამომავლო გეგმებზე და პრიორიტეტებზე პარტიის ახალწვეულებმა თავად ისაუბრეს.
ბარბარა ჯიმელი სულაშვილი – საქართველოს მოქალაქე, წარმოშობით შვეიცარიელი, რომელიც 2007 წლიდან საქართველოში ცხოვრობს და საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობს;
რეზო ჩომახიძე – ქართული სპორტის ცოცხალი ლეგენდა, ყოფილი წყალბურთელი და ეკონომიკური სფეროს სპეციალისტი;
ანა გოგოლაძე – საჯარო მმართველობის მაგისტრი;
სოფო ჯაფარიძე – ლექტორი, იმუშავებს ჯანდაცვის მიმართულებაზე ;
ნონა მამულაშვილი – საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი;
ზვიად ქვლივიძე – ევროპული ბიზნეს ადმინისტრირებისა და ბიზნეს სამართლის მაგისტრი;
გიორგი თარგამაძე – ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი;
მანუჩარ ახალაია – სამართალმცოდნეობის მაგისტრი;
გიორგი ჩალაძე – იურისტი, მედიატორი;
ნიკა ობოლაძე – იურისტი, გირჩის ყოფილი წევრი;
ბაჩო დოლიძე – პოლიტიკური მარკეტინგის მაგისტრი;
გიორგი ხვედელიანი – პოლიტიკური ეკონომიკის მაგისტრი;