საქართველოში, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ხვალ, 1 თებერვლიდან იხსნება.
კერძოდ, ხვალიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი, სკოლები, მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები მუშაობას განაახლებენ.
ხოლო, პირველი თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები განაახლებენ.
ამასთან, მთელი საქართველოს მასშტაბით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე პირველი მარტიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში დაგეგმილია სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლება.
საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით კი ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან.
იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ინფიცირების დადებითობის შვიდი დღის საშუალო მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია, აჭარაში პირველი თებერვლიდან დაშვებული იქნება კვების ობიექტებში ღია სივრცეებში სტუმრების მიღება.
ასევე, კვლავ ძალაში რჩება ქორწილების, სხვადასხვა სოციალური ღონისძიებისა თუ წვეულების გამართვასთან დაკავშირებით მოქმედი აკრძალვა.
სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას არსებულ რეჟიმში – გატანა-მიტანის სერვისით.