ახალი ამბები

თენგიზ ცერცვაძე COVID-ით სიკვდილის მიზეზების ანალიზს აქვეყნებს

“COVID-19-ით პაციენტების დროულად მომართვის შემთხვევაში საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გარდაცვალების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაიყვანოს,” – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცეცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

“მეტრონომი” თენგიზ ცერცვაძის “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

“COVID-19-ით პაციენტების დროულად მომართვის შემთხვევაში საქართველოს აქვს შესაძლებლობა მინიმუმამდე დაიყვანოს გარდაცვალების მაჩვენებელი.

მთელი COVID-19-ის პანდემიის მანძილზე საქართველოსაქვს ევროპის და ამერიკის ქვეყნებს შორის (ჩვენი მეზობელი ქვეყნების ჩათვლით) COVID-19-ისგან გარდაცვალების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (1,23%). ასე იყო გაზაფხულ-ზაფხულზე, ასე იყო COVID-19-ის პანდემიის პიკის პერიოდშიცდა ასეა ახლაც. ასე მაგალითად, ბოლო 10 დღის მანძილზე საქართველოში დღეში ფიქსირდება COVID-19-ით გარდაცვალების 10-დან 20-მდე შემთხვევა, გაცილებით ნაკლები, ვიდრე სხვა ქვეყნების უმეტესობაშიც. მაგრამ ჩვენთვის ესეც მტკივნეულია და მიგვაჩნია, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტად შეამციროს და მინიმუმამდე დაიყვანოს გარდაცვალების მაჩვენებელი.

ჩვენს მიერ ბოლო პერიოდში COVID-19 გარდაცვალების შემთხვევების ანალიზმა გვაჩენა, რომ უმრავლეს შემთხვევაში სიკვდილის მიზეზია პაციენტების დაგვიანებული მომართვიანობა. თავის მხრივ, ეს ხდება ორი მიზეზით:

·რესპირაციული ინფექციით პაციენტები არაიშვიათად არ იკეთებენ ან დაგვიანებით იკეთებენ COVID-19-ზე ტესტირებას და ეს მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქვეყანაში კეთდება COVID-19 ტესტების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა – 20 ათას გამოკვლევამდე დღეში და ის ხელმისაწვდომია ყველა მსურველისათვის უფასოდ.

· პაციენტები COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზით ამჯობინებენ თვითმკურნალობას სახლში ექიმის მეთვალყურეობის გარეშე და მხოლოდ მდგომარეობის უკიდურესი დამძიმების შემთხვევაში მიმართავენ სასწრაფო დახმარებას და/ან COVID კლინიკებს. არაიშვიათად ასეთი პაციენტები პირდაპირ რეანიმაციულ განყოფილებებში ხვდებიან და მათი გადარჩენა ყოველთვის ვერ ხერხდება. ამის მიზეზი სავარაუდოდ შემდეგია: პაციენტთა 70-80%-ში COVID-19 მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან მსუბუქად და ისინი მართლაც არ საჭიროებენ სპეციალურ სამედიცინო დახმარებას/ჰოსპიტალიზაციას. შესაბამისად, სხვა პაციენტებსაც უჩნდებათ ილუზია, რომ ისინიც იოლად გადაიტანენ COVID ინფექციას. მათ ავიწყდებათ, რომ  COVID-19 აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი დაავადებაა, ის შეიძლება მსუბუქადგადაიტანონ ხანდაზმულმა და თანხმლები დაავადების მქონე პირებმა, მაგრამ შეიძლება მძიმედ და ზოგჯერ ფატალურად განვითარდეს ახალგაზრდა ასაკშიც და იმ პირებშიც, ვისაც არ აქვს თანმხლები დაავადებები. გარდა ამისა  COVID-19 ხშირად იწყება მსუბუქად, მაგრამ ახასიათებს სწრაფი დამძიმება (გასნაკუთრებით მე-6-12 დღეებზე). ცალკე პრობლემაა თრომბოემბოლიური გართულებები, რომელიც შეიძლება განვითარდეს დაავადების ნებისმიერ ვადაზე. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პაციენტმა დაავადების დამძიმების პირველივე ნიშნებისთანავე ან მძიმე თანხმლები დაავადებების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოს სასწრაფოს/ოჯახის ექიმს/COVID კლინიკას.
დაავადების დამძიმების ნიშნებია:

· გამოხატული სუნთქვის უკმარისობა;

· ტკივილი გულმკერდის არეში, რომლის ინტენსივობაც არ იცვლება მოძრაობისას;

· ტაქიკარდია>100;

· მაღალი ტემპერატურა, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევ საშუალებებს;

· გონების დაბინდვა, აგზნება, მოუსვენრობა;

· მკვეთრად გამოხატული ზოგადი სისუსტე და დაღლილობა;

· ადექვატური რაოდენობით სითხის და საკვების მიღების შეუძლებლობა;

· ხშირი დიარეა და/ან ღებინება;

· ქვემო კიდურების ასიმეტრიული შეშუპება.

საქართველოში შექმნილია და მოქმედებს ერთ-ერთი საუკეთესო ჩOVID-19-ის საწინააღმდეგო სამსახური კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურით.

გარანტირებულია უკლებლივ ყველა პაციენტის შეუფერხებელი სამედიცინო მომსახურება და მკურნალობა საერთაშორისო სტანდარტებით. ჩვენ შევიძინეთ უდიდესი გამოცდილება. ქვეყანაში დანერგილია, როგორც უმაღლესი დონის ე.წ. სტანდარტული მკურნალობა, ისე მკურნალობის ინოვაციური მიდგომები – რემდესივირი, კონვალესცენტების პლაზმა, ტოცილიზუმაბი, პლაზმაფერეზი, სისხლის ექსტრაკორპორალური გაწმენდა სპეციალური ფილტრების და სორბენტების საშუალებით და სხვ. პაციენტების მკურნალობა ხდება ინდივიდუალური მიდგომით მულტიდისციპლინური გუნდის მონაწილეობით.

შესაბამისად,  COVID-19-ის კლინიკურ სექტორსაქვს შესაძლებლობა, დროულად მიმართვის შემთხვევაში(განსაკუთრებით დაავადების დაწყებიდან 1-7 დღის მანძილზე) გადაარჩინონ პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა და მინიმუმამდე დაიყვანოს გარდაცვალების შემთხვევები.
ჩვენ მოვუწოდებთ ოჯახის ექიმებს, სასწაფო დახმარების სამსახურს და პირველ რიგში მოსახლეობას, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და ნუ დააყენებენ რისკის ქვეშ საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.” – წერს თენგიც ზერცვაძე.

COVID-19-ით პაციენტების დროულად მომართვის შემთხვევაში საქართველოს აქვს შესაძლებლობა მინიმუმამდე დაიყვანოს გარდაცვალების…

Posted by Tengiz Tsertsvadze on შაბათი, 30 იანვარი, 2021

 

იტვირთბა....