ახალი ამბები მთავარი ციტატა

“მათი თავისუფლებით ვვაჭრობდით მოლაპარაკებებზე” – ალეკო ელისაშვილის მიმართვა

“ჩვენით ნურავინ ნუ ივაჭრებსო, რომ იძახიან, მათი თავისუფლებით ვვაჭრობდით ჩვენ მოლაპარაკებებზე. კი, მოლაპარაკება იყო ვაჭრობა და არის ვაჭრობა ნებისმიერი მოლაპარაკება. არ იცოდნენ აქამდე? 2 თვის განმავლობაში? რომ ვიძახდით, რომ ეს ხალხი ციხიდან უნდა გამოსულიყო. თან როგორ ვამბობდით იცით, რომ 4 პუნქტი, რომელიც ჩვენ გვქონდა, ვამბობდით, რომ, თუ ამას ქართული ოცნება შეასრულებს, მაშინ ჩვენ პარლამენტში შევალთ. დიახ, ასეთი ვაჭრობა მიმდინარეობდა. გონიერი ხალხია და გამიკვირდა ასეთი რაღაც მათგან.”

ალეკო ელისაშვილი – “მოქალაქეების” ლიდერი.

ამის შესახებ მან “მთავარ არხს” განუცხადა.

ცნობისათვის, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

იტვირთბა....