“მე მგონია, რომ ასეთ შეთავაზებას არ ექნება ადგილი, რადგან მათ უკვე სათანადოდ შემისწავლეს და იციან, რაზე ვარ წამსვლელი… ვერ გაბედავენ, ამის სურვილი რომც ჰქონდეთ.”
ივერი მელაშვილი – კარტოგრაფი.
ასე უპასუხა “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “მთავარ დებატებში” სადელიმიტაციო კომისიის ხელმძღვანელმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, როგორ მოიქცევა, თუკი პროკურატურა მას საპროცესო გარიგებას შესთავაზებს.
ცნობისათვის, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა. ამასთან, სასამართლომ ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.